მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის დაბადების დღე

პრეზიდენტის დაბადების დღე

Published on

დღეს   პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. მას ხშირად ადარებენ აშშ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონს, რომლის გარეშეც ეს ქვეყანა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის,   რადგან ლიდერის, წინამბრძოლის გარეშე ხალხის გზა თავისუფლებისაკენ ურთულესია და ხშირად წარუმატებლობისთვის განწირულიც ( თუმცა ფაქტია ისიც, რომ ლიდერსაც დროისა და ხალხის მოთხოვნა წარმოშობს). 
დღეს კოცონები მდინარეების გასწვრივ პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად  არათუ საქართველოში, თავად ამ ტრადიციის წრმომშობ ქვეყანაშიც აღარ ინთება (  ჩვენში ამერიკული ტრადიციებიდან,  უპირველეს ყოვლისა, პირველმკვალავი პრეზიდენტების დევნაა მიღებული), მაგრამ  სოციალურ ქსელში ადამიანები უდიდესი გულწრფელობით ულოცავენ მიხეილ სააკაშვილს ( ბელადომანია  მხოლოდ ხელმწიფის ნავში  მჯდომ ადამიანებს მიემართება, ახლა კი სულ სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე ).
რას უფასებენ ეს უანგარო ადამიანები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც ოფიციალურად გაუგონარი ჭორების საფუძველზე, მათ შორის  ,,ნაჩოს პალტოსა'' და რამდენიმე პიჯაკის გამო იდევნება, სინამდვილეში კი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის განსახიერებისთვის.? 
,,მან  მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი – წერს თავის პოსტში  მარიამ ბაშარული – ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტმა ევროპის მასშტაბით, 36 წლის ასაკში ჩაიბარა სრულიად განადგურებული ქვეყანა. გაილაშქრა კრიმინალის, კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს სჭამდა იმ ჟამად. ამ ადამიანმა დაუშრეტელი შრომით შეძლო საქართველოს იმ ჭაობიდან ამოყვანა,  რომელსაც სიბნელე ერქვა. გაატარა რეფორმები ყველა სფეროში, უკეთესობისკენ შეცვალა ჩემი და თქვენი მომავალი. დაგვანახა ქვეყნის წინსვლა, გვასწავლა ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.''
,,ის ძალიან ახალგაზრდაა და ბევრ სხვა მიზეზთან ერთად ამიტომაც არის  მარცხისათვის განწირული მავანთა  ოცნება პენსიაში გაუშვას იგი. იგი ახლაც ამბობს და კიდევ უფრო დიდ სიტყვას იტყვის საქართველოს ცხოვრებაში'' – წერს მანონ თორდია.
 უკეთესად ვერაფერს იტყვი. 
 

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...