2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. “გაგვიფრინდა ჩვენი გოგო… როგორ მეგონა, რომ გადაიტანდი ამ ყველაფერს და კარგად იქნებოდი… როგორ მეგონა რომ იცოცხლებდი… მთელი საქართველო გელოდებოდა ჩვენო ანგელოზო, როდის ჩამოხვიდოდი და ჩაგიკრავდით გულში… ახლაც გელოდებით, ბოლო გზაზე გაგაცილებთ პატარავ… დავმარცხდით ხალხნო, დავმარცხდიით…” – წერს ჯგუფ “ანიტასთვის” ერთ-ერთი წევრი.
გოგონას მდგომარეობა ბოლო დღეებში ძალიან მძიმე იყო. ფაცაციების ოჯახის ახლობლების წერდნენ, რომ ანიტას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვის ორგანიზმი ვეღარ ეგუება გულის მუშაობის მასტიმულირებელ ეკმოს აპარატს. 2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას…
2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოპათია რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია – გულის გადანერგვა. პატარა გოგონას ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს ის ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდ