მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიდევ ერთხელ ცოტნე გამსახურდიასა და ანა ჯაბაურზე

კიდევ ერთხელ ცოტნე გამსახურდიასა და ანა ჯაბაურზე

Published on

როგორც ვიუწყებდით, სტაბულის კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიას მკურნალობენ, წუხელ, გვიან ღამით შესული იყო მისი მეუღლე ანა ჯაბაური. ,,პალატაში ვნახე ცოტნე, ცოტნეს ექიმსაც ველაპარაკე, ისევ არის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ჯერ ისევ არის უგონოდ და უტარდება ყველანაირი მკურნალობა, რაც შეიძლება. მოგვიანებით, ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ იგეგმება MRT-ის გაკეთება, იქ უფრო ცხადი სურათი იქნება” – განაცხადა ჯაბაურმა წუხელ, ღამის 1 საათსა და 30 წუთზე

„ცოტნე გამსახურდია ცოლის ხმაზე რეაგირებს. ანა რამდენიმე საათია მის პალატაში იმყოფება და ცოტნე ცხადია არ ლაპარაკობს. ემოციებს ნაწილობრივ გამოხატავს. ექიმების თქმით, პაციენტმა ანას ხმაზე დადებითი ემოციები დააფიქსირა და ამიტომ ექიმებმა ანას სთხოვეს, რომ პალატაში დარჩენილიყო. პაციენტს რამდენიმე დღის წინ შეუწყვიტეს იმ წამლების მიწოდება, რომელიც მის ხელოვნურ კომაში ყოფნას უზრუნველყოფდა. როგორც ანამ თქვა, ვთხოვე, ხელზე ხელი მომიჭირე და მომიჭირაო. მუსიკაც მოვასმენინეო“. – ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ახლახან მიაწოდა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის თანაშემწემ ჯაბა კვარაცხელიამ.

ცნობისათვის: ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური მედიცინის დოქტორია, თბილისში ცნობილი კარდიოლოგი. 1991 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ნობილი  უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმის კვლიფიკაციით. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ  პროფესიათა  ფაკულტეტი (ჟურნალისტიკა). 2006 წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

1993-2011 წლებში თერაპიის ეროვნული ცენტრში მუშაობდა  (გულის იშემიურ   დაავადებათა  და კარდიომიოპათიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). 2006 წლიდან დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში ეწევა. 2011 წლიდან შპს ნიუ ჰოსპიტალსის კარდიოლოგისა და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის სალექციო კურსს უძღვება.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...