მთავარისიახლეებისაზოგადოებაცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ,,დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა ''

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ,,დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა ”

Published on

დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა ,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა.

ანა ჯაბაურის ინფორმაციით, მან შეძლო თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ნახვა.

“ვნახე, კი. დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა ვნახე ცოტნე, ცოტნეს ექიმსაც ველაპარაკე, ისევ არის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ჯერ ისევ არის უგონოდ და უტარდება ყველანაირი მკურნალობა, რაც შეიძლება. მოგვიანებით, ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ იგეგმება MRT-ის გაკეთება, იქ უფრო ცხადი სურათი იქნება” – განაცხადა ჯაბაურმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს. როგორც ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავდა, მათ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...