მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ბოკუჩავა და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - დაპირისპირება მაჩალიკაშვილების საქმეს მოყვა

თინა ბოკუჩავა და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – დაპირისპირება მაჩალიკაშვილების საქმეს მოყვა

Published on

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე  ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არშეშვების ფაქტმა გამოწვია.

თინა ბოკუჩავა მდინარაძეს მოუწოდებდა მაჩალიაკშვილისთვის საშვი დაეშვათ.

თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკუჩავას პროვოკატორი უწოდა და აღნიშნა, რომ მან  შვილმოკლულ მამასთან ერთად ბირიფინგი პარტიის ოფისში გამართოს.

“ნახეთ პროვოკაციის დონე, სიტყვა უზნეო, არ არის კორექტული და სიტყვა სირბილი, რომ ადამიანს არაკორექტულად მიაჩნია, ეს არის სირცხვილი. რეალური სირცხვილი არის გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ქალბატონ თინას, შეუძლია თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის თავის პარტიაში ჩაატაროს ბრიფინგი. თინა, ეს არის პროვოკაცია. ახლა მეც ვიყვირო, თუ რა გავაკეთო. ბოდიში, მაგრამ შენ პროვოკატორი ხარ… შეგიძლია ზუსტად 60 წამი გაჩერდე?! არსებობს ბრძანება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია არ შემოუშვას, თუ არის პროვკაციების საფრთხე, არშემოშვება კანონიერია. ხელი ჩაწიე… მეორედ ეგეთი უზნეო საქციელი აღარ ჩაიდინო,” – მიმართა  მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავას.

საპასუხოდ, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მდინარაძესთან დიალოგის გაგრძელებას აღარ აპირებს.

“ამ ლაჩრობას, რასაც შენ აკეთებ, მე არ მოვუსმენ. წამობრძანდი ახლა და ამოიყვანე ის ადამიანი. რატომ არ უშვებ საშვს? ბატონი მალხაზი რატომ ვერ შემოდის პარლამენტში? სირცხვილია, არ ვაპირებ ამ დიალოგს შენთან,” – აღნიშნა ბოკუჩავამ.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...