მთავარისიახლეებისამართალი,,ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე!"-თემირლან...

,,ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე!”-თემირლან მაჩალიკაშვილის უფლებების დამცველი ორგანიზაციის EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სუს-ის მიერ სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უფლებების დამცველი ორგანიზაციის EMC-ის იურისტი პროკურატურის მიერ მკვლელობის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა  გამოეხმაურა. 

მიქელაძე პროკურატურის განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც წერია, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ. 

“ეს ისე, რომ თემირლანს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და საბოლოოდ ოჯახის წევრებს მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს,”- წერს თამთა მიქელაძე. 

მიქელაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ისევე როგორც მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის საქმეზე პროკურატურამ გადაწყვეტილება თანადროულად, სრულიად მოულოდნელად და უფროსის გარეშე დარჩენილმა მიიღო. 

“ეს მაშინ, როცა ჩვენ გამოძიების წინაშე ახალი განცხადებების და ინიციატივების დაყენების რეჟიმში ვიყავით და ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ვთხოვდით პროკურატურას,”- წერს მიქელაძე.

იურისტის განცხადებით, ამ ხელისუფლებისგან ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, თუმცა ევროსასამართლოში საქმის განხილვის პირობებში გამოძიების გაჭიანურების სტრატეგია მათ უფრო “ლოგიკურად” მიაჩნდათ. 

“საინტერესოა ამ რისკზე წასვლის პოლიტიკური რაციონალობა რა არის. სავარაუდოდ ხელის გადაწევის და ძალის დემონსტირების პოლიტიკური სტრატეგია, რომელსაც ბოლო თვეებია ხელისუფლება იყენებს.

სრული არ აღიარება და დეჰუმანიზება ოჯახის ამ ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკური ნარატივი იმთავითვე იყო და ამაში დარჩნენ. დარჩით! მოვა დრო და ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე!” – დაწერა თამთა მიქელაძემ. 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...