მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლევან იზორიას ელჩად დანიშვნა პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს უბრალო დამთხვევაა'' - ხელისუფლებაში...

,,ლევან იზორიას ელჩად დანიშვნა პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს უბრალო დამთხვევაა” – ხელისუფლებაში თავშეკავებული კომენტარები კეთდება

Published on

ხელისუფლებაში  საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივნის, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნის საკითხზე კომენტარებს აკეთებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის   განცხადებით, იზორიას ელჩად დანიშვნა პოლიტიკას არ უკავშირდება. „როგორც მე ვიცი, დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ბატონი ლევანის გერმანიაში ელჩად წასვლა. რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა  

“ზოგადად გეტყვით იმას, რომ ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა. ეს არის საკითხი, რომელიც გარკვეულ დროს დგება ხოლმე, შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხი ელჩის როტაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს და სხვა კონკრეტულ საკითხებს, თქვენ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ცნობისთვის, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს საქმიანობას.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...