მთავარისიახლეებიპოლიტიკადეპუტატ მანანა კობახიძის ძმა თედო კობახიძე კვლავ სკანდალში გაეხვია

დეპუტატ მანანა კობახიძის ძმა თედო კობახიძე კვლავ სკანდალში გაეხვია

Published on

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები თედო კობახიძის მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ და   მერიის შიდა აუდიტის სამსახურს მოუწოდებენ დაიწყოს მოკვლევა ამ საქმეზე.
 
 სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ რამდენიმე წელის გრძელდება  ძველი თანამშრომლების, თავიანთი  საქმის ნამდვილი პროფესიონალების შევიწროება ერთგვარი პოლიტიკური ნიშნით და მათზე ზეწოლა სრულიად უმსგავსო საქციელს იღებს. ასე ეხმაურება იგი საკრებულოს იურიდიული კომისიის მთავარი სპეციალისტის ანა ვარდოსანიძის მიერ პოსტსკრიპტუმში გაკეთებულ განცხადებას, რომ საკრებულოში არსებობენ ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც სამსახურში არ დადიან, თუმცა ხელფასებსა და პრემიებს იღებენ.
 
საკრებულოს იურიდიულ კომისიას დეპუტატ მანანა კობახიძის ძმა, თედო კობახიძე ხელმძღვანელობს.
 
ბრალდებებს თედო კობახიძე უარყოფს, თუმცა მისი სამდივნოს ყოფილმა უფროსმა, ქეთევან თურაზაშვილმა რუსთავი 2-ს დაუდასტურა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის მითითებით, საკრებულოს იურიდიულ კომისიაში ადამიანების ნაწილს ფიქტიურად ასაქმებენ. არის ცნობები, რომ კობახიძე ფიქტიურად დასაქმებულ ადამიანებს მიღებული ხელფასიდან წილს სძალავს.
 
საუბარია სხვა სკანდალურ მასალებზეც, მათ შორის საკრებულოს იურიდიული კომისიის ხუთი თანამშრომლის მოხსენებით ბარათზე, სადაც ისინი წერენ, რომ კობახიძე მათ დევნის, დისკრიმინაციას ახდენს და სამსახურიდან წასვლას აიძულებს. 
 

სიახლეები

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...