მთავარისიახლეებისაზოგადოება22 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტების კონტრაბანდის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

22 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტების კონტრაბანდის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Published on

მედიკამენტების კონტრაბანდა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული წამლები წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამოიღეს. 22 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები დაკავებულს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილით გაჰქონდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებით, შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება,” – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა.

სიახლეები

პუტინი არის მტაცებელი, კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან, არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები-მაკრონი

2007-2008 წლებიდან მოყოლებული პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებდა ვალდებულებებს. ის მუდმივად იყო დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა...

ტრამპი- [რუსებმა] ყირიმი წაიღეს ობამას დროს, საქართველოს ნაწილი – ბუშის, ჩემ დროს არაფერი

როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ , უბრალოდ დათმეთ. არ იქნება...

51 დეპუტატი- თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ევროსაბჭოდან მის გაძევებას მოვითხოვთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი წერილობით დეკლარაციას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ თუ საქართველო კურსს...

კობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან...