მთავარისიახლეებისაზოგადოება„ახალი ლიდერების ინიციატივამ“ ზუგდიდში რეგიონული შეხვედრა გამართა

„ახალი ლიდერების ინიციატივამ“ ზუგდიდში რეგიონული შეხვედრა გამართა [Video]

Published on

ახალგაზრდულმა  ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივამ“ ზუგდიდში რეგიონული შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის დამფუძნებელმა, კრისტინა ფაშოუმ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და აუცილებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც სწორედ მომავალმა თაობამ უნდა იკისროს.  მისი თქმით, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის შესაქმნელად ამ ახალგაზრდების გააქტიურებაა საჭირო. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მოწვეული იყო ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. მან ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ესაუბრა განათლების მნიშვნელობასა და იმაზე, თუ როგორ უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულები საზოგადოებრივ სამსახურში.”ახალი ლიდერების ინიციატივა” არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან სხვადასხვა საკითხებზე, ატარებს საჯარო ლექციებს და ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა შექმნან უკეთესი ქვეყანა.შეხვედრას სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, შეხვედრის დასასრულს სანდრა რულოვსმა მათ საჩუქრად ავტოგრაფით წიგნი „იდეალისტის ნაამბობი გადასცა, ასევე „დემოკრატიის ანბანი“ ნიკა რურუას რედაქტორობით და  მისივე ავრტორობით რადიოგადაცემების კომპაქტდისკი ჯაზოკრატია.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...