მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

Published on

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიასთან ცეცხლი გაუჩნდა. 
როგორც  საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და ისინი ავტოტრანსპორტით უკვე გაამგზავრეს დანიშნულების ადგილზე. 
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლი უკვე ჩამქრალია 
მცირე ხნის წინათ ”საქართველოს რკინიგზამ” ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 
რკინიგზის ადმინსტრაციაში განმარტავენ, რომ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება.
”ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები”, – აცხადებენ რკინიგზაში. 
 

 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...