მთავარისიახლეებისაზოგადოებაიყო და არა იყო რა – მერიის საახალწლო ზღაპარი ზუგდიდელებისათვის

იყო და არა იყო რა – მერიის საახალწლო ზღაპარი ზუგდიდელებისათვის

Published on

ზუგდიდის საახალწლო მორთულობა სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა. თუ აქამდე მოსახლეობა მოლოდინში იყო და ვარაუდობდა, რომ საეჭვო გემოვნების ბრჭყვიალა ბურთებს, რომელთაც ადრინდელი მორთულობა ჩაანაცვლეს, რამე შეემატებოდა, ახლა საქმეს ასეთი პირი აღარ უჩანს –    გუშინ, ბარბარობას დასრულდა საახალწლო განათების დამონტაჟების ბოლო ტრადიციული ზღვარი, ბურთები კი ისევ ობლად ქანაობენ ქარში.
,,ქალაქი ქალაქს აღარა ჰგავს, ეს განათება მიყრუებული სოფლისთვისაც კი მწირი იქნებოდა. თუ საქმე ბიუჯეტშია, საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილი პრემიების მცირე ნაწილის დაზოგვაც იკმარებდა, რომ მოსახლეობის თვალი გაეხარებინათ. – ცხოვრება ისედაც გაჭირდა, ნუთუ ქუჩებშიც ვერ გაიხაროს კაცმა?  ''
,,შარშან ხუთი წლის წინანდელი, ოდესღაც მშვენიერი, მაგრამ მოუვლელობით უკვე ნახევრადგადამწვარი საახალწლო განათებები გვქონდა ზუგდიდში, მაშინ თავი იმართლა მერიამ დაგვაგვიანდა გამოსწორებაო. წელს საერთოდ ვერ მივხვდი, ქალაქის მორთვა საახალწლოდ დასრულდა უკვე? ''
,,ეს ხელოვნური ტიტები რამე ახალია? ახალი წელი მოდის თუ 8 მარტი? ბოძებზე გაკრული ეს მახინჯი ყვავილები რა უბედურებაა? რომელი ქოცის გემოვნებით მოირთო ქალაქი? '' 
,,მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილ საკმაოდ სოლიდურ თანხებზე ლაპარაკობს, კონცერტი და ფეიერვერკები კარგია, მაგრამ საახალწლო განათებას ვერ ჩაანაცვლებს, ან იქნებ ცაში გასროლილი მაშხალების დათვლა უფრო ძნელია და ამიტომ მიანიჭეს უპირატესობა? – ასე ბევრი რამ შეიძლება ჩამოიწეროს'' – წერენ სოციალურ ქსელში.
ფოტოზე აღბეჭდილი საახალწლო განათება ზუგდიდის ქუჩებში, სამწუხაროდ, მოგონებად იქცა. 
 
 
 
 

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...