მთავარისიახლეებიმსოფლიოსახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პოლონეთში?

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პოლონეთში?

Published on

პოლონეთში  მოქალაქეთა  ანტისამთავრობო აქციები გრძედება.   პარლამენტის ბლოკადის შემდეგ ათასობით ადამიანი პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბა და სეიმის შენობის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო.
დემონსტრანტები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.   გუშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და რამდენიმე საათით ტრიბუნის ბლოკირებაც მოახდინეს  პროტესტის ნიშნად.  
აქციებს გამოეხმაურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც. მან პოლონეთის ხელისუფლებას კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდა ,,თუ ადამიანებს უზღუდავენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოვლენათა ცალმხრვი გაშუქების მოდელს სთავაზობენ, დემოკრატია ისეთივე აუტანელი ხდება, როგორც დიქტატურა,ასე გამოეხმაურა იგი ხელისუფლების რეფორმებს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...