მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, ვინმე ევგენი ნოვოჟიროვი...

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, ვინმე ევგენი ნოვოჟიროვი გაქურდა

Published on

“კაცი, რომელიც თავის ჭკუაში ეკამათება კანტს და ნიცშეს თურმე ყოფილა ევგენი ნოვოჟიროვის, ძაან ეგზოტიკური გვარის კაცის გადამწერი და პლაგიატორი.  –  ”ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის საკითხს ეხმაურება.

,,ძაან საინტერესო იქნება თუ დრო გამოვნახე აუცილებლად წავიკითხავ ივანიშვილის თუმდაც ამ მოპარულ დისერტაცია, რომელიც კოლმეურნეობებში შრომის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას და მის გაუმჯობესებას ეხება. საინტერესო იქნება, როგორ აპირებდა ივანიშვილი 86 წელს კოლმეურნეობების განვითარებას.

ეს, რა თქმა უნდა, ღიმილს და სიცილს იწვევს, თუმცა, თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ ეს ადამიანი დღეს ფაქტობრივად დაპატრონებულია ჩვენს ქვეყანას და უყურებს, როგორც რაღაც არშემდგარ კოლმეურნეობას, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება.

რა ბედი ეწევა მის დისერტაცია მე მგონი არსებითი არ არის, მთავარია, ვისაც გართობა გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ამ კაცის დისერტაცია და იქ უამრავი მარგალიტი იქნება და მერე ვარკვიოთ რომელი არის ივანიშვილის და რომელი ნოვოჟიროვის.”

შეგახსენებთ, თავისუფლების ინსტიტუტი ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. ამ მიზნით ორგანიზაციის წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...