მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიო სოლიდარობის აქციებმა მოიცვა. ნატოში თვლიან, რომ სირიის მოვლენებში ალიანსის...

მსოფლიო სოლიდარობის აქციებმა მოიცვა. ნატოში თვლიან, რომ სირიის მოვლენებში ალიანსის ჩარევა მეტ ესკალაციას გამოიწვვდა

Published on

მსოფლიო სირიელი ხალხის სოლიდარობის აქციებმა მოიცვა.ევროპის ქვეყნებში  სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. ასობით ადამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში.
 
"გადაარჩინეთ სირია", "შეწყვიტეთ სისხლისღვრა"- ამ შეძახილებით მომიტინგეებმა ტრაფალგარის მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს. კონფლიქტის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან უფრო აქტიურ ქმედებებს მოითხოვდნენ გერმანიის დედაქალაქშიც.
 
საპროტესტო აქცია, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა, ბერლინში პარლამენტის შენობასთან გაიმართა.
 
ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ სირიის კონფლიქტში ალიანსის ჩარევა ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევდა. განცხადება ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანული გამოცემა ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
 
სტოლტენბერგის შეფასებით, სირია საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის, თუმცა ალიანსის სამხედრო ძალების გამოყენება კონფლიქტის რეგიონულ დონეზე გაღრმავებისა და კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის საფრთხეს ქმნის.
 
ინტერვიუს დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ალიანს ახალი ცივი ომი არ სურს, თუმცა სტოლტენბერგი მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას მიესალმა. 
 

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...