როგორც სირიის მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, ალეპოში შეჩერებული ევაკუაციის პროცესი დღეს განახლდება. „მიღწეულია შეთანხმება ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუაციის პროცესის განახლებაზე“, – განუცხადა სააგენტო Reuters-ს წყარომ სირიის მთავრობიდან.გუშინ მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას.ლიბანში მდებარე „ალ-მანარ ჰეზბოლა ტვ-ს” ინფორმაციით, სირიის არმიამ ევაკუაციის პროცესი შეაჩერა იმის გამო, რომ მეამბოხეებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.