მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეზღუდვები საავტომობილო გზებზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო

შეზღუდვები საავტომობილო გზებზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო

Published on

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ცნობით, (ზუგდიდი-ხაიშის) საავტომობილო გზის მონაკვეთზე კმ1-კმ70  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები რჩება ,  ხაიში-უშგულის მონაკვეთზე (კმ70-კმ186), კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება ჩუმათელეთი – ხუნევის მონაკვეთს, აქ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აღდგა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ19-კმ41 (ყიმი-ღვედი) მონაკვეთზე  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სიახლეები

ტრამპი- ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის მყისიერად დაასრულოს, ან ბრძოლა გააგრძელოს

თუ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სურს, მას შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის მყისიერად დაასრულოს, ან გააგრძელოს...

დღეს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა ის 41 წლის გახდებოდა უმცროსი სერჟანტი გიორგი...

პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ – გია ვოლსკი

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ,...

სხვა ქალთან ერთად ბინაში მყოფი საქმრო საცოლემ დაჭრა – შემთხვევა მარნეულში

მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა კაცი, სავარაუდოდ, საქმრო, დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან...