მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილი კობა გვენეტაძეს - გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ...

ირმა ინაშვილი კობა გვენეტაძეს – გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე, ან გადადექით

Published on

ან გამოსავალი შემოგვთავაზეთ, ან გეყოთ ვაჟკაცობა, ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე, ან გადადექით და წადით, – ასე მიმართა ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.ინაშვილის თქმით, ყურადღებით უსმენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გუნდის წევრები აშკარად „სხვა პლანეტაზე არიან“.”ჩვენ მივმართეთ მთავრობას რეკომენდაციით, რომ შეიმუშაოს გეგმა, რათა წლიური საბანკო პროცენტი დაწეული იყოს 3-4%-მდე. დღეს არის კაბალურად დიდი პროცენტი საქართველოში. ჩვენც ვმოგზაურობთ, დავდივართ მსოფლიოში, ვიცით, იქ არსებული საპროცენტო განაკვეთები, ვიცით საბანკო მომსახურეობის არსი და ასეთი მაღალი პრიოცენტი არსად არ არის. ფიქრობთ თუ არა ამაზე, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში პროცენტმა დაიწიოს 3-დან 4%-მდე? იმასაც შეგახსენებთ, რომ არაერთ ქვეყანაში ყოფილა გამოყენებული ეს მექანიზმი, მაგალითად, აშშ-ში და საკმაოდ ეფექტური იყო ეს გზა. ყურადღებით ვუსმენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს და მეჩვენება კი არა და ვხედავ, რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებით”, – მიმართა ინაშვილმა გვენეტაძეს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება.”დღეს თქვენ ვერ გვიყვებით და ვერ გვეუბნებით, რაშია გამოსავალი. საუბრობთ ფინანსურ სტაბილიზაციაზე, მაგრამ საუბრობთ თეორეტიკოსის პოზიციიდან და ჩვენ თეორიები ვერ გვიშველის. თქვენ რომ ფინანსურ სტაბილურობაზე ლაპარაკობთ, ქვეყანა გაქვთ თავზე დანგრეული, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, აქვს ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს. არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები და ციფრების ბრახა ბრუხი, მოკლედ გვითხარით, რაშია გამოსავალი და როგორ დაასტაბილურებთ ლარს მოკლე ხანში? – ან გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე, ან გადადექით და წადით”, – მიმართა ირმა ინაშვილმა კობა გვენეტაძეს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...