მთავარისიახლეებისპორტიდავით მინაშვილი პირველ არხზე პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

დავით მინაშვილი პირველ არხზე პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე საკადრო ცვლილებები გრძელდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი სპორტულმა კომენტატორმა დავით მინაშვილმა არხის სპორტული დეპარტამენტი დატოვა, მინაშვილი შესაბამისად არც სპორტულ პირდაპირ ეთერს გაუძღვება. პირველი არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის შედეგად არხზე სპორტული გადაცემების დეპარტამენტს რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ნათლულიცაა. ახალი ხელმძღვანელი არხზე ახალი გუნდით უკვე მივიდა და მის გუნდში შედიან გიგა გვენცაძე, დათო ბანანაშვილი და ლევან ღუდუშაური. გუშინ კი არხის პირდაპირ ეთერში უკვე გავიდა ახალი გუნდის მიერ კომენტირებული მატი. რაც შეეხევა დავით მინაშვილს, სპორტული კომენტატორის ბოლო პირდაპირი ეთერი არხზე 12 აგვისტოს, სუპერთასის ფინალზე იყო, რომლის შემდეგ მინაშვილი შვებულებაზე გავიდა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, დავით მინაშვილი არხის სხვა განყოფილებაში გადავა. აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პირველი არხიდან სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე დაითხოვეს.

 

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...