მთავარისიახლეებიპოლიტიკალორა თორნტონი: ,,NDI-იზე თავდასხმებით ცდილობენ დაფარონ საკუთარი სისუსტეები და კომპლექსები “

ლორა თორნტონი: ,,NDI-იზე თავდასხმებით ცდილობენ დაფარონ საკუთარი სისუსტეები და კომპლექსები “

Published on

NDI-ის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიმართ მთავრობისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საკუთარ   ფეისბუქგვერდზე ეხმაურება.

„როგორც ვამბობდი, ძალზე არასწორი და შეცდომაში შემყვანია არჩევნებით შედეგების შედარება გამოკითხვის შედეგებზე. არჩევნები დაფუძნებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმებს აძლევენ, ხოლო გამოკითხვის თანახმად, შეგვიძლია სიტუაციის მიახლოებითი სურათი ვნახოთ სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვისას.

NDI არ გახლავთ პარტია ან პარტიაზე მომუშავე ორგანიზაცია. ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის გადაუწყვეტელი ადამიანების ალოკაცია და სხვა.

ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, რას ფიქრობს ყველა ადამიანი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, პოლიტიკოსები წავახალისოთ, ყველა მოქალაქის მიმართ იყვნენ პასუხისმგებლიანები, არა მხოლოდ ამომრჩევლების მიმართ . ყოველშემთხვევაში , ეს არ არის მნიშვნელოვანი არავისთვის- ისინი NDI-ის ესხმიან თავს, რათა საკუთარი სისუსტეები, დაუცველობა და კომპლექსები დაფარონ.“ ,- განაცხადა თორნტონმა ფეისბუქზე.

NDI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინი საგრძნობლად დაეცა. მმართველი პარტიის წევრები და ლიდერები კი კვლევის შედეგებს არ იზიარებენ და ორგანიზაციას ოპოზიციის ლობირებაში ადანაშაულებენ

სიახლეები

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...

აგვისტოს ომიდან თვრამეტი წელი გავიდა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული...

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...