მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოპტიკოსები თოვას დასავლეთ საქართველოშიც ვარაუდობენ

სინოპტიკოსები თოვას დასავლეთ საქართველოშიც ვარაუდობენ

Published on


ეს შარშანდელი ფოტოა, წლევანდელ ზამთარს კი თოვლიც სანატრელი გაგვიხდა, თუმცა სინოპტიკოსები გვამშვიდებენ, რომ აუცილებლად მოთოვს: თოვას უკვე ამ დეკადაში ელოდებიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ეს კარგია – სხვა თუ არაფერი, ბავშვები მაინც გაიხარებენ, გათბობაზე კი უფროსებმა ვიმტვრიოთ თავი, თუმცა თოვლით მოგვრილი ცოტა სიხარული არც ჩვენ გვაწყენს.

“საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექს ველოდებით თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში, ტემპერატურა იქნება +2-დან +7-გრადუსამდე. მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი, პარალელურად კი მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშორებას შექმნის ზღვაზე კი ველოდებით 6-ბალიან შტორმს” – აცხადებს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...

აგვისტოს ომიდან თვრამეტი წელი გავიდა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული...

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...