მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაქარია ქუცნაშვილი კობა გვენეტაძეს - 295 პროდუქციიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა...

ზაქარია ქუცნაშვილი კობა გვენეტაძეს – 295 პროდუქციიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა ჩვენს სამშობლოში

Published on

ბატონო კობა, 295 პროდუქციიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა ჩვენს სამშობლოში?, – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ქუცნაშვილმა კობა გვენეტაძეს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.”ბატონო კობა, 295 პროდუქციიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა ჩვენს სამშობლოში? მე მაინტერესებს ამ პოლიტიკის წარმოების შედეგად, რომელი პროდუქცია გაიაფდა. მე ძალიან მომწონს თქვენი აკადემიური განათლება. პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით, მაგრამ ვატყობ, რომ ამ სიტუაციაში საზოგადოებაში არსებულ დაძაბულ ფონზე აუცილებელია თქვენი რაც შეიძლება პრინციპული პოზიციის ქონა და მეტი გამჭვირვალობა. ჩემი მოწოდება და თხოვნაა, იქნებ გაასაჯაროოთ ის სამუშაო შეხვედრები, რომელსაც თქვენ ატარებთ წამყვანი ბანკების ხელმძღვანელებთან და ამ შეხვედრების გასაჯაროებით, საზოგადოებაში შეიტანოთ მეტი სიცხადე იმის თაობაზე, თუ როგორ მართავს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რადგან დახურულ კარს მიღმა მუშაობა და ბრიფინგები თვეში ერთხელ, ვერ შველის საზოგადოებაში დაძაბულობის მოხსნას, ამიტომ აუცილებელია თქვენი გააქტიურება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირება.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...