მთავარისიახლეებისაზოგადოებაკარგი ამბავი: თურქეთის კლინიკაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფ ცოტნე გამსახურდიას რამდენიმე დღეში...

კარგი ამბავი: თურქეთის კლინიკაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფ ცოტნე გამსახურდიას რამდენიმე დღეში გააღვიძებენ

Published on

თურქეთის კლინიკაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფ ცოტნე გამსახურდიას  რამდენიმე დღეში გააღვიძებენ, – ამის შესახებ გუშინ „2020NEWS“-ს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ,  ანა ჯაბაურმა განუცხადა.

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის  მდგომარეობა უცვლელია,  რამდენიმე დღეში გააღვიძებენ. თურქეთში ორ დღეში ჩავდივარ “, – თქვა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, გალის ქუჩაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას მჭრელი საგნით ჭრილობები გულმკერდსა და თავში ჰქონდა მიყენებული. დაჭრიდან რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა და სასწრაფოს თვითმხილველებმა გამოუძახეს, რის შემდეგაც გამსახურდიას რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მისი მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გაგრძელდებოდა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...

აგვისტოს ომიდან თვრამეტი წელი გავიდა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული...

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...