მთავარისიახლეებიპოლიტიკაცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება

ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება

Published on

   ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება. ცვლილებები შედის ”სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა. ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააცნო.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/ტარების რეგულაციების დაზუსტებას და კანონმდებლობის ნაწილობრივ გამკაცრებას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მთლიანი დანაშაულის 5% სწორედ იარაღის უკანონოდ ტარება/შენახვის პირობებშია ჩადენილი და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე პრევენციული ღონისძიებების გატარება გაძნელებულია.წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა – სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...