მთავარისიახლეებიპოლიტიკასამხრეთი კავკასიის ქვეყნებიდან დემოკრატიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთში ფიქსირდება - Economist intelligence...

სამხრეთი კავკასიის ქვეყნებიდან დემოკრატიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთში ფიქსირდება – Economist intelligence unit-ის დემოკრატიის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით

Published on

Economist intelligence unit-ის დემოკრატიის დემოკრატიის ინდექსის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის მანძილზე საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა. კვლევაში დემოკრატიის მთავარ მაჩვენებლად განსაზღვრულია საარჩევნო პროცესის მსვლელობა და მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკური ღონისძიებები. ამერიკული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით სახელმწიფოები 0-დან 10-მდე სკალაზე შეაფასეს, სადაც საქართველოს 5,42 ქულა აქვს დაგროვილი, რითაც იგი ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა.

ECONOMIST-ი ჰიბრიდული რეჟიმების კლასიფიკაციის გამოყოფს რამდენიმე მიზეზს მის განმსაზღვრელ ფაქტორად: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, საარჩევნო პროცესში ბევრი დარღვევა ფიქსირდება- არ არის თავისუფალი და სამართლიანი გარემო, ხშირია შემთხვევები ოპოზიციონერებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლები, სისტემური ხასიათი აქვს კორუფციასა და კანონის უზენაესობაც ეჭქვეშაა დაყენებული.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სამხრეთი კავკასიის ქვეყნებიდან დემოკრატიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთში ფიქსირდება, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმების ფონზე საგრძნობი პროგრესი განიცადა. წინა შეფასებისგან განსხვავებით ოფიციალურმა ერევანმა 1.43 ქულით გაზარდა თავისი დემოკრატიული ინდექსი გასულ წელთან შედარებით და ამჟამად შეადგენს 5,54 ქულას.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...