მთავარისიახლეებისაზოგადოება"როგორ გვენანები მათე ბიჭო" -ასე ემშვიდობებიან საბერიოელ ახალგაზრდას ,რომელიც თავდასხმის შედეგად თბილისში...

“როგორ გვენანები მათე ბიჭო” -ასე ემშვიდობებიან საბერიოელ ახალგაზრდას ,რომელიც თავდასხმის შედეგად თბილისში გარდაიცვალა

Published on

“როგორ გვენანები მათე ბიჭო” -ასე ემშვიდობებიან საბერიოელ ახალგაზრდას ,რომელიც თავდასხმის შედეგად თბილისში გარდაიცვალა. გალის ლეგიტიმური მთავრობის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, 30 დეკემბერს თბილისში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი სუპერმარკეტის კონსულტანტს მათე ჯომიდავას და ოკუპირებულ გალის რაიონში ბოლო დროს გარდაცვლილ ახალგაზრდებს შემდეგი სიტყვებით ემშვიდობება. „როგორ გვენანები მათე ბიჭო, ჯერ პატარა ხარ, მხოლოდ 18 წლისა… ყველას გვატკინე გული… სკოლა ეს ესაა დაამთავრე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდი…ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვისაც ცუდმა ძიებმა ენგურის გზა გადაგიკეტეს და ეროვნული გამოცდების ჩაბარების საშუალება არ მოგცეს… არ დაგცალდა სტუდენტური ბედნიერი დღეები… დღისით სწავლობდი, საღამოს მუშაობდი, რომ გალის ულამაზეს სოფელ საბერიოში მცხოვრები შენი მშობლებისთვის ხელი შეგეშველებინა და თავი გერჩინა…ასაკით პატარას, მორიდებულს, ზრდილობიანს, უწყინარს, დევივით ვაჟკაცს ოთხი თუ ხუთი კაცი დაგესხა თავს, ქვაფენილის ფილით დაგიზიანა თავი… ოცი დღე ებრძოდი სიკვდილს…როგორ ვანუგეშოთ შენი ოჯახი, შენი მშობლიური სოფელი, სკოლა, მეგობრები, კლასელები, მასწავლებლები…შენამდე შენი სკოლელი, მეთერტმეტეკლასელი დიმა მატკავა ემსხვერპლა ავტოავარიას, მერე ულამაზესი ნინო ქათალანძე – ჭუბურხინჯის N2 სკოლის კურსდამთავრებული და ზუგდიდის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი; ვასიკო ეხვაია-ნაბაკევის სკოლის კურსდამთავრებული და თსუ-ს პირველკურსელი გადაფრინდა მეცხრე სართულიდან და შეუერთდა მარადისობას… სულ ახლახან დათო ქურსუა, ესეც შენსავით ულამაზესი და უწესიერესი ვაჟკაცი, ჭუბურხინჯის N1 სკოლის კურსდამთავრებული ემსხვერპლა ავარიას, სოხუმში, ავტოსამრეცხაოში დასაქმებული, საახალწლოდ შინისკენ, მშობლებთან შესახვედრად მოიჩქაროდა ბიჭი…დავაჟკაცება, დაქალება ვერ მოასწარით ბავშვებო… რომელ ერთზე ვიტიროთ…ნათელში განისვენოს თქვენმა სულმა, მათე… მკვლელებაში მონაწილე ყველა პირი სათანადოდ უნდა დაისაჯოს!!!“,- წერს ნონა შონია. სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი მათე ჯომიდავა, თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად 21 იანვარს გარდაიცვალა. ის გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია.შემთხვევა თბილისში 30 დეკემბერს მოხდა, თავდამსხმელმა სუპერმარკეტის კონსულტანტს თავში ფილა ჩაარტყა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

სიახლეები

პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ – გია ვოლსკი

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ,...

სხვა ქალთან ერთად ბინაში მყოფი საქმრო საცოლემ დაჭრა – შემთხვევა მარნეულში

მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა კაცი, სავარაუდოდ, საქმრო, დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან...

ზელენსკი არ აპირებს, პუტინს დონბასის ოლქი მთლიანად დაუთმოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო პუტინის მოთხოვნა, ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ დონეცკის ოლქის მთლიანად...

ყველაფერი ჩვენს ხელშია – ხაბეიშვილი “ტიტუშკას” ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ...