მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინას ბოსტანი შემოღობილია

ბიძინას ბოსტანი შემოღობილია

Published on

მოძრაობამ “სირცხვილია” პარლამენტის წინ მერიის მიერ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერა გააკეთა.

“ბიძინას ბოსტანი” – აწერია რკინის ღობეზე მიმაგრებულ მწვანე ქსოვილს.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, დღეს დილიდან შემოღობილია.

“

,,პარლამენტის ღობეზე მოვისმინეთ კალაძის კიდევ ერთი განცხადება უტიფრობის და აბსურდული არგუმენტების მოშველიებით. ეს ღობე, წინა რკინის ჯებირების არ იყოს, არის ზუსტი სიმბოლო იმისი, რამხელა უფსკრულია ივანიშვილისა და მისი კლოუნების ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ამიტომ სიმბოლური ამბავია ეს და რაც შეეხება მშვიდობიან აქციებს, ჩატარდება რუსთაველის გამზირზე. კიდევ შემოღობონ, ორი ჯებირი დაარტყან, როგორც შუა საუკუნეებში იყო და წყალი დაასხან და ხიდი იყოს ასაწევი, რას ცვლის ეს, ეს ხომ აბსურდი და ბოდვაა  და აგონიის ნიშანია, კიდევ ერთი. ” – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის გარშემო შემოვლებულ ჯებირზე, რაც კახა კალაძემ იმით ახსნა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...