საყოველთაო დაზღვევას 2016 წლის ბოლომდე 40 მილიონი ლარი დაემატება. 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტებზე განიხილავენ.საპარლამენტო უმცირესობა საყოველთაო დაზღვევის არაეფექტურ მუშაბოასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.„თანხა, რომელსაც უკანა რიცხვით ახლა "აპრავებენ," პრაქტიკულად დახარჯული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. უფრო მეტიც, 610 მილიონს როცა კენჭს უყრის მთავრობა, უკვე გადახარჯვა ექნება 610 მილიონზე,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.უმრავლესობა კი განმარტავს, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტში წლის ბოლოს თანხის დამატება მოქალაქეების მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის სიმრავლემ გამოიწვია.„მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროსი იყო დაახლოებით 90 მილიონით მეტი 2016 წლით ბიუჯეტში. მაშინ ამის საშუალება არ იყო და ითქვა, რომ დანახარჯების განვითარებასთან ერთად მოხდებოდა ეკონომიის ხარჯზე მერე უკვე დამატება ამ თანხების. უნდა მოხდეს ამ თანხების გადანაწილება დაახლოებით 40 მილიონის ჯანდაცვის ბიუჯეტში,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სიახლეები
საზოგადოება
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...
საზოგადოება
ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს
სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...
საზოგადოება
ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში...
სიახლეები
ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...