მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ხიდაშელი პენტაგონში აშშ-ს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს შეხვდა

თინა ხიდაშელი პენტაგონში აშშ-ს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს შეხვდა

Published on

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პენტაგონში შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ეშტონ კარტერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და აშშ-საქართველოს შორის არსებული კავშირების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე, ამერიკული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზაზე მარტო არ დარჩება.

პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდებაინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის 2015 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების მიზნით დამატებით 20 მილიონი დოლარის ოდენობის დამხარების გამოყოფას გეგმავს.

"თავდაცვის მდივანმა კარტერმა თავდაცვის მინისტრ ხიდაშელს საქართველოს მიერ ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კარტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, თავის მოკავშირეებთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი რჩება ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც 2014  წლის უელსის სამიტზე შეთანხმდა", – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პენტაგონის პრესსპიკერმა პიტერ კუკმა. 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...