მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილი მათე ჯომიდავა, რომელსაც თბილისში ოთხი პირი დაესხა თავს, ...

აფხაზეთიდან დევნილი მათე ჯომიდავა, რომელსაც თბილისში ოთხი პირი დაესხა თავს, გარდაიცვალა

Published on

აფხაზეთის, სოფელ საბერიოდან დევნილი 18 წლის მათე ჯომიდავა, რომელსაც თბილისში, გასული წლის 30 დეკემბერს ოთხი პირი დაესხა თავს, 21 იანვარს მეცხრე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,პრაიმ ტაიმი” ავრცელებს.

პრაიმტაიმის ჟურნალისტის თეა შონიას ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ოჯახი ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებას და საქმის უსწრაფესად გამოძიებას ითხოვს.

მათე ილიას უნივერსიტეტში სწავლობდა და პარალელურად რუსთაველის გამზირზე მდებარე „სპარში“ მუშაობდა.

როგორც ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, 30 დეკემბერს მათეს 4 პირთან მოუვიდა შელაპარაკება.„გულუბრყვილო ბავშვი მარტო აღმოჩნდა იმ ყაჩაღების წინაშე, შეეწინააღმდეგა, არავინ არ მიეშველა, როგორც ვიცით, და შემდეგ ისინი გარეთ გამოვიდნენ, აიღეს ტროტუარის დასაგები ფილა და მათეს თავში ჩაარტყეს. 20 დღე უგონოდ იყო და გარდაიცვალა დღეს. ამას ჩვენ ოჯახი არ დათმობს, რა დააშავა ასეთი, ასე რომ გაიმეტეს. ვიცით რომ დამნაშავე პირი ყველა თავისუფალია“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.

მისივე ინფორმაციით, ვინაიდან მათეს ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, მის ცხედარს რამდენიმე დღით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ საბერიოში დაკრძალავენ.

„ჩვენ დიდი სანათესაო გვაქვს, მათეს დედა და ძმა საბერიოში არიან… მთელი რაიონი დასტირის უკეთილშობილეს ბიჭს. დაკრძალვაზე ვერ ჩავა ხალხი, ხიდზე ვინ გაატარებს საბუთების გარეშე. აქ დაიტირებენ რამდენიმე დღე ზუგდიდის რაიონში“,- ამბობს ჯომიდავების ოჯახის ახლობელი.

შსს-ს მიერ 30 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სსკ-ის საქმე და დაკავებულია ერთი პირი.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...