მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ სიგუა გარდაიცვალა. როგორც იაპონელები იტყოდნენ, დაჯექი ნაპირზე და დაელოდე, როდის ჩამოატარებს...

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. როგორც იაპონელები იტყოდნენ, დაჯექი ნაპირზე და დაელოდე, როდის ჩამოატარებს წყალი შენი მტრების გვამებს

Published on

,, ვინაც აღვაზევე, ყველამ მიღალატა” – გახსოვთ ალბათ მტრად გადაკიდებული თანამებრძოლების ღალატით შეძრული ზვიად გამსახურდიას სულის ამოძახილი პარლამენტის წინ, 1992 წელს

და აი, ვრცელდება იფორმაცია, რომ თენგიზ სიგუა გარდაიცვალა, სახელმწიფო ვადატრიალების ერთერთი მთავარი ფიგურა, რომელსაც მომხრეები – ქართული ნომენკლატურული ინტელიგენცია დემოკრატიის რაინდს ეძახდა , ხალხი – დემონკრატიის ინსპირატორს და კრემლის აგენტს.

ხალხის მეხსიერება წარუშლელია, რაც უნდა წერონ უახლესი საქართველოს ისტორიაში, რომ თენგიზ სიგუა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი იყო, მან ამით კი არა, პუტჩის პარალელურად იანუკოვიჩის არარსებული ოქმების ფრიალით, მიტინგების დახვრეტით, კენიის ხორცით, თავისი სახელობის ნამცხვრითა და ზვიადის მიერ ზოოპარკიდან ვეფხვის გაყვანის, ფარშევანგების დაკვლისა და საქართველოს ეროვნული ბანკიდან 40 მილიონი მანეთის გატანის ბრალდებით დაგვამახსოვრა თავი. და ეს მაშინ, როცა, როგორც თანმხლებნი იგონებენ, იჯევანში ჩასულ დევნილ პრეზიდენტს მხოლოდ დაჭმუჭნული ხუთმანეთიანი აღმოაჩნდა ჯიბეში

დანარჩენი ღმერთმა განსაჯოს. თენგიზ სიგუა 86 წლის იყო. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დაუდასტურა. 

ნონა ქობალია

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...