მთავარისიახლეებიპოლიტიკაგივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

Published on

   პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დაუდასტურა.თარგამაძე საქართველოს მთავარ საგამოძიებო უწყებაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
"დამიკავშირდნენ პროკურატურიდან და მითხრეს, რომ უნდა გამაცნონ ჩემი ავტომობილის აფეთქების საქმეზე არსებული მასალები, რასაც აქამდე ვითხოვდი და პროკურატურა უარს მეუბნებოდა," – განუცხადა რუსთავი 2-ს გივი თარგამაძემ.შეგახსენებთ, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის 4 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე ააფეთქეს. 2016 წლის 17 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს და ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 
.
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...