მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ს დღევანდელმა მენეჯმენტმა ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო

ენმ-ს დღევანდელმა მენეჯმენტმა ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო

Published on

,,პარტიას რადიკალურად აქვს შემცირებული გადასახადები და, ბუნებრივია, ჩვენ რაღაცით უნდა ვუპასუხოთ ამას -ცენტრალური ოფისი ბევრად უფრო მეტად უნდა შემცირდეს და მეტი ყურადღება რეგიონებზე გამახვილდეს.  როდესაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ორივეგან ფუნქცია, ცენტრალურ და რეგიონულ ოფისში, ამის ფუფუნების უფლებას დღეს თავს ვერ მივცემთ“, – ასე ახსნა ”ნაციონალური მოძრაობის” მართველი გუნდის წევრმა  სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან პარტიიდან 20-მდე პირის შემცირების საკითხის კომენტირებისას. 
 
კითხვა წარმოშვა ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი,  „შემცირებაში მოაყოლა“, რაც პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით მათი განსხვავებული აზრის გამო მოხდა.
 
გიორგი ონიანი, რომელიც ერთერთი მათგანია, რომელიც ,,შემცირებაში'' მოყვა,  ასე ეხმაურება ამ ფაქტს: ,,არ ვთვლიდი საჭიროდ შევხებოდი ჩემი განთავისუფლების საკითხს, მაგრამ სერგო რატიანმა რადგან ისაუბრა, მოკლედ ვიტყვი: ენმ-ს დღევანდელმა მენეჯმენტმა ბევრი ,, საკამათო" გადაწყვეტილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, რასაც პარტიის წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება, ჩემი პარტიის იურისტობიდან და ბიჭების სხვადასხვა პოზიციებიდან დათხოვნა ყველაზე ნაკლები მნიშვნელობისაა. მთავარია, ყრილობამ 20 იანვარს დაადასტუროს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და მტკიცე, გაჯანსაღებული, პარტიული სტრუქტურით უახლოეს მომავალში ჩამოვშლით ოლიგარქის რეჟიმს, რომელიც დღითიდღე აღარიბებს და არსებობის საშუალებას არ უტოვებს საქართველოს მოსახლეობას.'' 
 

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...