მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა.'' -...

,,სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა.” – თეა წულუკიანი

Published on

მე მინდა, ჩვენს ძვირფას დეპუტატებს, რომელთა წინაშეც ვარ, პირველ რიგში, ანგარიშვალდებული, ვუთხრა –  სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება, მე ასე მჯერა, გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში, გაგრძელდება, თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის დაწყებული, ბატონი სუბარის თაოსნობით და შემდეგ უკვე მე ვცდილობ ეს გავაგრძელო. რა თქმა უნდა იმ მშენებლობებს, რომლებსაც ჩვენ წელს ჩავუშვებთ, მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, ვინც იქნება მომდევნო იუსტიციის მინისტრი და რა თქმა უნდა ეს იქნება ქართული ოცნებიდან, მე ასე მჯერა, ის შეძლებს ამ ყველაფერს დააშენოს უკეთესი რამ. – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენმა სპეციალური ანგარიში წარადგინა და მწვავედ გააკრიტიკა პენიტენციულ დაწესებულებებში ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პოლიტიკა

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...