მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეოთხე შვილი...

პარტია “იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეოთხე შვილი გარდაეცვალა

Published on

  პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ  მეოთხე შვილი გარდაეცვალა.  მშობლებისგან მიტოვებული 10 თვის ჩვილი, რომელზეც მას მიმღები მშობლის ოფიციალური ნებართვა ჰქონა მიღებული, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
„ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს. იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო.ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები. იმ წამს უკვე მივხვდი რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.მერე ნელ–ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ქონდა ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა და დარწმუნებული ვიყავი რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხეზე დააყენებდნენ. ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას. დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე. ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა. არც აპარატზე შეერთებამ უშველა. დაიღუპა გიორგი ჩემი მეოთხე შვილი. სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა. მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო.ჩავედი ქვემოთ. უცებ ვხედავ ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან კარდონის გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტიქტით გიჟივით გავეკიდე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთში-მეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო. აქამდე ვიბრძოდი რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი.ეხლა უნდა ვიბრძოლო რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო. ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე.უბრალოდ რაღაცას ვერ ვიგებ და ვერსადროს ვერ გავიგებ.შეიძლება შეგეშალოს დიაგნოზი, შეიძლება კანონმდებლობამ შეგიშალოს ხელი რომ დროულად გადაწყვიტო რაც გადასაწყვეტია, მაგრამ კარდონის გადასკოჩილი ყუთით ბავშვის პროზექტურაში გადაყვანას ვერ გავიგებ ვერასდროს. ისევე როგორც ვერ გავიგებ რატომ შევხვდით მე და გიორგი ორი თვის წინ ერთმანეთს, რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი ასე. გიორგის ორი თვე უკვე ვყავდი მე დედა მაგრამ ვერ მოასწრო ძმების გაცნობა და სახლში მოსვლა და თუნდაც მცირე ხნით მაგრამ ყველასთან ერთად სიცოცხლე. ვერ გავიგებ რატომ უნდა ვუყურებდეთ მე და ჩემი სამი შვილი დღეს მოტანილ საბავშვო ეტლს და ჩვილის სასწორს გაოგნებული და ენაჩავარდნილი და არ ვიცოდეთ რა ვქნათ. რატომ? არეული ვწერ. ჯერ არ ვარ გონზე და ბოლომდე არ მჯერა რა მოხდა“,-წერს სარიშვილი.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...