მთავარისიახლეებისაზოგადოებაEU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

Published on

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შექმნის ვალდებულება აიღო. რამდენიმე კვირაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) უკვე ადგილზე იყო და ვითარების სტაბილიზაციასა და საომარი მოქმედებების განახლების რისკის შემცირებას უწყობდა ხელს.

18 წლის შემდეგ, EUMM დღე და ღამე აგრძელებს პატრულირებას. და შესაძლოა, მისი წარმატების ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, რომ მისი საქმიანობის დიდი ნაწილი შეუმჩნეველი რჩება: როდესაც დაძაბულობის შეკავება ხერხდება, ინციდენტები არ მწვავდება და ადგილობრივ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებას აგრძელებს, ეს თვალში საცემ სათაურებში იშვიათად ხვდება. თუმცა, ამ სტაბილურობის ხელშეწყობა მუდმივ მუშაობასა და ადგილზე უწყვეტ ყოფნას მოითხოვს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...