მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის პრემიერმა ვერ შეძლო ახალი მთავრობის ჩამოყალიბება

თურქეთის პრემიერმა ვერ შეძლო ახალი მთავრობის ჩამოყალიბება

Published on

Reuters–ის ცნობით, თურქეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ახმედ დავუთოღლუმ ოფიციალურად მოახსენა პრეზიდენტ რეჯებ ტაიფ ეროღანს, რომ მის მიერ მთავრობის ფორმირების  მცდელობა  წარუმატებელი აღმოჩნდა. პრემიერის ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ჩავარდა ერთკვირიანი კოალიციური მოლაპარაკებები და წარმოიშვა დროებითი მთავრობის შექმნისა და ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა.    

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ პოლიტიკურ ძალთა შორის უპირობო ლიდერობისა და ერთპიროვნული მმართველობის 12 წლის მანძილზე პირველად დაკარგა აბსოლუტური უმრავლესობა თურქეთის პარლამენტში

9 ივლისს ერდოღანმა პრემიერ–მინისტრს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შექმნა დაავალა და ბოლო ვადად 23 აგვისტო განუსაზღვრა. თუკი ამ დროისათვის თურქეთის მთავრობის ფორმირება ვერ მიიღწევა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გამოცხადდეს.

ასეთ შემთხვევაში ერდოღანი იძულებული გახდება დაითხოვოს დავუთოღლუს ხელმძღვანელობით არსებული მინისტრთა კაბინეტი და დანიშნოს დროებითი მთავრობა. 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...