ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხანძარი იყო, რა დროსაც ბაძაღუების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ბაძაღუები აფხაზეთიდან დევნილები არიან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენებია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ორსართულიანი სახლი დაიწვა.