მთავარისიახლეებიეკონომიკახბოს აღტყინება – ფინანსთა მინისტრს აჟრიალებს

ხბოს აღტყინება – ფინანსთა მინისტრს აჟრიალებს

Published on

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ,,პატრიოტთა ალიანსთან''  შეხვედრაზე ტურიზმის განვითარების შედეგი ორიგინალურად ახსნა, რომლის დროსაც სვანეთში ყოფნის დეტალები გაიხსენა.
„სვანეთში მიყვარს მარიამობის შეხვედრა. უშგულში არის მშვენიერი ეკლესია, სადაც მარიამობის შეხვედრა არის ძალიან კარგი. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ უშგულში და შარშან ჩავედი. ყველა სახლს აწერია "სასტუმრო". ბავშვებისთვის მოვინდომე სუვენირების შეძენა. ბრჭყვიალა ქვა-კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, ღირს 20 ლარი; პატარა სვანური კოშკი, ხელით გამოთლილი, ღირს 20 ლარი. მე სამი შვილი მყავს, ერთი პატარაა და ორისთვის რომ მეყიდა, ამოვიღე ჯიბიდან ფული, გადავიხადე და ძალიან გამიხარდა. იცით რა გამიხარდა? უნდა ავდგე და ისე გაჩვენოთ, როდესაც მივაწოდე 100-ლარიანი, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ბღუჯა ამოიღო ფულის ქალბატონმა, ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს სიამოვნებისგან, კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლენა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის ეგზალტირებულ გამოსვლას ანუ ხბოს აღტყინებას ბევრი ირონიით შეხვდა :
ირმა ინაშვილმა იქვე უპასუხა, რომ საქართველო, რომელსაც იგი ხაწვალის სიმაღლიდან   ხედავს, საქრთველო კი არა გერმანია ან საფრანგეთია, ნამდვილი საქართველო კი  ქვემოთ არის და აქ ბავშვების უმრავლესობა შიმშილობს. 
,,35 ბინის მფლობელი ქუმსიშვილი, რომ აცხადებდა, რომ კინაღამ ჩაკოცნა ის ქალი, რომელმაც ჯიბიდან ბღუჯა ხურდა ამოიღო, მას ალბათ ამ დროს მილიონიანი ბარათი ედო შვეიცარიის ბანკის,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა ,,პრიორიტეტში” საუბრისას. 
,,ყველა ეგ სიკეთე მიშამ მიიტანა სვანეთში იმით, რომ კრიმინალი მოსპო, გზა გაიყვანა, კოშკების და მესტიის რეაბილიტაცია გააკეთა, თავისი სათხილამურო ტრასებით და სასტუმროებით – ქეციანებივით რომ იღრიჯებოდით და ,,ასფალტი ვჭამოთ''–ს გაიძახოდით. ტუჩებმოპრუწული, გაბრექილი შემოდგომის აზნაური. ისეა გაჭედილი ამ დაყენებულ პოზებში, ძაღლი რო გამოეკიდოს, გაქცევას ვერ შეძლებს'' – წერს კობა სუბელიანი.
 

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...