მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

Published on

საქართველოს საჯარო სკოლებში, ქვეყნის მასშტაბით სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. კერძო სკოლები თუ სწავლას გვიან დაიწყებენ სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ. 
დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა მიმართა, რომელთაც შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს პერიოდი გამორჩათ, ამიტომ 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...