მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედევან ფოფხაძე: ,,ივანიშვილის გუნდი შედგება ცხვრებისგან, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება ქოფაკი თუ...

გედევან ფოფხაძე: ,,ივანიშვილის გუნდი შედგება ცხვრებისგან, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება ქოფაკი თუ არა, თხა მაინც – პრემიერობისთვის მან შესაძლოა საფრანგეთის მოქალაქეობაც კი დათმოს”

Published on

ბიძინა ივანიშვილი ხომ ატყობს, რომ გუნდი, რომლის ამარაც დარჩა, გუნდი არ არის, ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება ქოფაკი თუ არა, თხა მაინც, – ასე ეხმიანება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი  გედევან ფოფხაძე ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრად  ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციას.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ შესაძლოა  ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზეც წავიდეს და პრემიერის პოსტის დასაკავებლად საფრანგეთის მოქალაქეობაც კი დათმოს.

„დაველოდოთ პოლიტიკურ მოვლენებს. მოტივაცია იქნება განმსაზღვრელი იმიტომ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე წავა, შეიძლება საფრანგეთის მოქალაქეობაზეც კი თქვას უარი. ამ სიტუაციაში ისიც ხომ ატყობს, გუნდი, რომლის ამარაც დარჩა, ეს გუნდი არ არის, ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ თუ ქოფაკი არა, თხა მაინც. შესაბამისად, რაღაც დონეზე აუცილებელია ორგანიზებულობის მიცემა ამ ყველაფრისთვის არჩევნების წინ მაინც. პირდაპირ გეტყვით, ეს ყველაფერი არის მათი ინტერესი და არა ქართველი ხალხის ინტერესი. ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესია „ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან წავიდეს. როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ეს არის ხალხთან შეთანხმების საგანი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ალბათ, ეს ქართველი ხალხისთვის ცალსახაა, ეს არის მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი . ეს ორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...