პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენაზე უარს ამბობს.
ქუცნაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების” პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს. ქუცნაშვილმა მანდატი გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ დატოვა. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ოპოზიციაა.