მთავარისიახლეებიპოლიტიკაექსპერტები ლარის გაუფასურების მიმდინარე პროცესებს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას...

ექსპერტები ლარის გაუფასურების მიმდინარე პროცესებს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას უკავშირებენ

Published on

   ეროვნული ვალუტა ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს – დოლარის ღირებულება დღეს ოფიციალურად 2.62-ია.კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ ჯიხურებში ეს მაჩვენებელი დამატებით 6-7 თეთრით მეტია.არსებული ვითარების დასტაბილურების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი ექსპერტები. მათი ნაწილი მიმდინარე პროცესებს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას უკავშირებს."ლარის გაუფასურება დავაბრალოთ საგარეო ფაქტორებს, ეს არასერიოზული დამოკიდებულება იქნება. ამჯერად, მე მაინც ლარის გაუფასურების მიზეზებს ვხედავ იმ დაანონსებულ 10 პუნქტიან ზღაპრებში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. თავისთავად, როდესაც იმპორტიორ კომპანიას ეუბნები, რომ მას გაუძვირებ აქციზის გადასახადს, ის იწყებს მარაგების შექმნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება ბაზარზე,“ – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
  ანალიტიკოსები ასევე ყურადღებას სეზონურ ფაქტორზეც ამახვილებენ და არასერიოზულად თვლიან მოსაზრებას, თითქოს ლარის კურსის ვარდნა გარე ფაქტორებს უკავშირება.„თუ ეკონომიკური ზრდა არ იქნება, ლარი ვერ გამყარდება, თუმცა 10 პუნქტიანი გეგმის გაჟღერებამ ბაზრის არაორდინალური რეაქცია გამოიწვია, ბაზარს ეს არ ესიამოვნა. რაც შეეხება დღევანდელ გაუფასურებას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ალბათ არის უფრო სეზონური ფაქტორი,“ – აცხადებს ფინანსისტი ვასილ რევიშვილი.
 

სიახლეები

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში - ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა...

რუსული შეტევა ოდესაზე: 13 დაშავებულიდან ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი...

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები. ბაჩოს...

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა...