მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის შემოგარენში მოთოვა

თბილისის შემოგარენში მოთოვა

Published on

თბილისის შემოგარენში მოთოვა. მცირე თოვა და თოვლ-ჭყაპი აღინიშნა წუხელ თბილისის გარეუბნებშიც.  

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, გასულ ღამეს 80 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, დიდებაში, ბეთანიაში, ასევე კოჯორში, ტაბახმელაში, შინდისში, წავკისსა და ოქროყანაში. მათივე განცხადებით, მოძრაობის მხრივ ამ მონაკვეთებზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის თქმით ამ ზამთარს საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი თოვლი წუხელ საგარეჯოში, თელავსა და დედოფლისწყაროში მოვიდა,

რაც შეეხება მთის კურორტებს, გუდაურსა და ბაკურიანში მცირე თოვლია და მნიშვნელოვანი ნალექი არც უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის. შედარებით დიდი თოვლია მესტიასა (24 სანტიმეტრი) და ხულოში (53 სანტიმეტრი).

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, თბილისში ამაღამ თოვა შეწყდება და ყინვა გაძლიერდება, კვირას კი, კვლავ თოვლ-ჭყაპი და მცირე თოვაა მოსალოდნელი.

ნიორაძის განცხადებით, იანვრის მსგავსად, თბილი ამინდებია მოსალოდნელი თებერვალში მთელ საქართველოში. კერძოდ, მისი თქმით, მომდევნო თვეში ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში კი, თებერვალში გარკვეულ დღეებში ტემპერატურა +20 გრადუსსაც მიაღწევს.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...