მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ'' -...

,,რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე

Published on

რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, მედიის შეკითხვებზე წინასწარ მომზადებულ პასუხებში. ისინი არ გაუხმოვანებიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2019 წლის მუშაობის შედეგებს ეხებოდა, იტყობინება რუსეთის სააგენტო „ტასი“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

რუსეთის დიპლომატიური უწყება მოელის, რომ „აშშ და ნატო სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს გაფრთხილებებს და არსებითად, შეწყვეტენ რუსეთთან კონფრონტაციისკენ თბილისის წაქეზებას“.

რუსეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“.

რუსეთის საგარეო უწყება მიუთითებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან.

სიახლეები

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...