მთავარისიახლეებიკონფლიქტები,, ჩვენ ცოტა შეშფოთებულნი ვართ ასლან ბჟანიას ქმედებებით - აფხაზებმა ვისთან...

,, ჩვენ ცოტა შეშფოთებულნი ვართ ასლან ბჟანიას ქმედებებით – აფხაზებმა ვისთან და როგორც უნდათ წარმართონ დიალოგი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამას, ვიდრე თბილისი არ ცნობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას” – ზაზა დრიაევი

Published on

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა დრიაევის თქით, ცხინვალი შეშფოთებულია „აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“. მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა თავდაპირველად ნდობა უნდა აღადგინონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა შეშფოთებულნი ვართ ამ ქმედებებით. მაგრამ, ვისთან და როგორ წარმართონ დიალოგი, ეს აფხაზეთის საშინაო საქმეებია და აფხაზი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოძმე რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა დრიაევმა.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს მანამ, ვიდრე თბილისი არ ცნობს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და მხარეები ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის „დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...