მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი 2"-ის საქმე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრის მთავარი...

“რუსთავი 2”-ის საქმე – ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრის მთავარი თემა

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს   ჯანი ბუკუკიოს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რუსთავი 2-ისა და სხვა გახმაურებული საქმეები იყო.  ამასთან საკითხი, თუ როგორ მიმდინარეობს ბოლო პერიოდში სამართალწარმოების პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლოში.
საქართველოში წუხელ, გვიან ღამით დაბრუნებულმა ზაზა თავაძემ  კურიერთან განაცხადა, რომ ყველა ამ საკითხზე საუბარი შედგა, მაგრამ  გახმაურებული საქმეების სამართლებრივი დეტალების განხილვის გარეშე.  
მან  რუსთავი 2-ის მიერ წარდგენილ სარჩელზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ-ჯერობით უცნობია. თავაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები საქმის ხელახალ განხილვას მოითხოვენ, საქმეზე ზეპირი მოსმენა თავიდან ჩატარდება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს პროცესს არ გააჭიანურებს.
„ვერ ვიტყოდი რომ ჭიანურდება, რადგან, გარდა ამ საქმისა, მესმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით და ასევე სხვა ქეისებთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავი 2-თან მიმართებაშია, მაგრამ არსებობს სამართალწარმოების პროცედურები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ.
"ამ ეტაპზე არცერთ მოსამართლე არ დაუყენებია საკითხი, რომ საქმე გახსნილიყო და ხელახალი მოსმენა დაწყებულიყო. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ საქმეების განხილვა და რა თქმა უნდა, იმ პროცედურების დაცვით, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა,“ – აცხადებს ზაზა თავაძე. 
ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო კომისიაზეც გააკეთა კომენტარი. მან ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თავაძე და ბუკიკიო საქართველოში ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტზეც შეთანხმდნენ. ივლისში თბილისში ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...