მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის პორტამდე მიმავალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა დროებით წყდება

ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა დროებით წყდება

Published on

ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა დროებით წყდება. განაცხადა დღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. რამდენადაც ხელშეკრულება შეწყდა, მთავრობა მშენებლობას ახალი ინვესტორის პოვნამდე არ გააგრძელებს.

“სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება ამ კონკრეტული [კონსორციუმთან გაფორმებული] ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. აუცილებელია არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ გზა ავაშენოთ. ჩვენ ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტი პრაქტიკულად გვაქვს, ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს. ახლა იმაზეა საუბარი, სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს თუ არა იმ გზისთვის, რომლის პორტიც ჯერ არ აშენებულა და მომავალში გვაქვს იმედი, რომ აშენდება,” – აცხადებს   ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყება. მათ შორის იქნება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე “ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის” პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ აეშენებინა პორტამდე მიმავალი საავტომობილო გზა და რკინიგზა.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...