მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' ამტვრევს სარკეს, რომელიც მისთვის არასასურველ სურათს უჩვენებს

,,ქართული ოცნება” ამტვრევს სარკეს, რომელიც მისთვის არასასურველ სურათს უჩვენებს

Published on

“სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი – აცხადებს ”ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე, – რამდენად სანდოა CRRC-ის გამოქვეყნებულ კვლევები განსაზღვროს საზოგადოებამ, როდესაც 15%-ს უწერდა ქართულ ოცნებას და მაშინ ქართული ოცნება იღებდა 49%-ს. ახლა უწერენ 20%-ს, ანუ ჩვენ ვიღებთ 49%-ზე გაცილებით მეტს, ეს გასაგებია – გნებავთ ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად მიიღეთ.

,,NDI-ის კვლევებზე მე იგივე პოზიცია მაქვს, რაზეც ადრე ვსაუბრობდი. მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი გამოუვა” – აცხადებს კახი კალაძე – ჩვენ კარგად ვხედავთ და სტატისტიკაც შეიძლება ამოვიღოთ და ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე და შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ ანალიზის გაკეთება მარტივია.

ჩემ რეიტინგს რაც შეეხება, ვიმეორებ, კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ [ქართულ ოცნებას] ეს ურთიერთობები ხალხთან, საზოგადოებასთან აწყობილი და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას.”

,,ათეულ წელზე მეტია ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც NDI-ის ეგიდით მოქმედებს, საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის იმ კვლევების შედეგებით, რომელსაც იგი პერიოდულად გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, ასეთ ორგანიზაციას სულ ცოტა აუკრძალავდნენ საქმიანობას. გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგები მუდმივად აცდენილია ამ არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, რატომ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ კვლევებს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის    საქმიანობის უარყოფითად შეფასებას გამოკითხულთა მიერ , ვოლსკის განცხადებით, „NDI-ის და „ნაციონალური მოძრაობის” შეტევის მთავარი მიზანი იყო, არის და დარჩება ბიძინა ივანიშვილი  “.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...