მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს კვლავ სრული უმრავლესობა უჭერს - 74%...

NDI: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს კვლავ სრული უმრავლესობა უჭერს – 74% და 82%

Published on

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

კითხვას: “მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი”, დადებითად პასუხობს 82%. პასუხი “მიუღებელია” დააფიქსირა 10%-მა, ხოლო “არ ვიცი” – 8%-მა.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატოს წევრი, მისაღებია მოსახლეობის 74%-სთვის. 14% მიიჩნევს, რომ მიუღებელია, ხოლო 10%-მა არ იცის.

წინა კვლევაში, რომელიც 2019 წლის ივლისში ჩატარდა, ევროკავშირში გაწევრიანებას 78% ემხრობოდა, ხოლო ნატოში – 71%. 

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები ჩატარდა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...